Tuesday, May 1, 2018

საზოგადოებრივ მეცნიერების კათედრის მასწავლებელთა გამოკითხვა-ინფორმაცია


საზოგადოებრივ  მეცნიერების კათედრის მასწავლებელთა გამოკითხვა-ინფორმაცია
რას ფიქრობენ საგნის სწავლების მეთოდოლოგიის, მიდგომებისა და პრობლემების შესახებ?

მასწავლებელი  ნუკრი ხურციძე
საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს  ცოდნის  შეძენას,რაც  აუცილებელია მოზარდის  თავისუფალ პიროვნებად და  პასუხისმგებლობის  მქონე მოქალაქედ  ჩამოყალიბებისათვის. საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა  უვითარებს პირად, ოჯახურ  და საზოგადოებრივ  ცხოვრებაში  დამოუკიდებელი  გადაწყვეტილებების  მიღება-განხორციელების  შესახებ. სწორედ  საზოგადოებრივი  მეცნიერების  შესწავლისას  ხდება იმ ცოდნის  მიღება, რომელიც ეხმარება  მოსწავლეს  ჩამოყალიბდეს  ადამიანის  უფლებებისა და თავისუფლების  დამცველ, პიროვნების პატივისმცემელ  და საკუთარი და  სხვისი თვითმყოფადობის  შენარჩუნებისთვის მოწოდებულ პიროვნებად.
ისტორიის  სწავლებამ  მოსწავლეს  უნდა  დაანახოს, რომ ისტორია  არის უწყვეტი  პროცესი და განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით ისტორიის სწავლების მტავარი მიზანი თანამედროვე  გამოწვევების  შესახებ ინფორმირებული  მოქალაქის  აღზრდაა. თუ ასეთ მაღალ პრობლემები შეფასებას  მივცემთ ისტორიის შესწავლას, ბუნებრივია  დაისმება კითხვები: რა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ  და რა  შეიძლება წარმოიშვას სწავლებისას.
რაც  შეეხება სწავლების  მეთოდებს  და მეთოდოლოგიას ვითვალისწინებ  თანამედროვე მოთხოვნებს, რომ  მასალა საინტერესოდ, მრავალფეროვანი რესურსებით  დატვირთული უნდა  მივაწოდო, რომ  ჩართულობა იყოს მაღალი.ვიყენებ სხვადასხვა აქტიობებს: გავაცოცხლოთ  ისტორია, სურათების აღწერა, პროექტები, მრგვალი მაგიდა-- დისკურსია,ისტორიულ  თემატიკაზე დაწერილი ნაწარმოებების  განხილვა, ისტორიული ფილმების ჩვენება და სხვა.
ისტორიის  სწავლების  პროცესში მთავარ სირთულეს ფაქტების და მოვლენების  დიდი რაოდენობა  და მრავალფეროვნება ქმნის. დიდია  სასწავლო  წლის განმავლობაში  დასაძლევი მასალა, რაც უარყოფითად აისახება მოსწავლეთა  მოტივაციაზე.
მასწავლებელი  ეკატერინე  ნაროუშვილი-----სწავლა-სწავლებაში, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ მრავალფეროვანი  რესურსების გამოყენებას, რაც მეხმარება სასწავლო პროცესი  გავხადო  საინტერესო და მიმზიდველი. ეს  კი ეხმარება მოსწავლეებს  მასალის გააზრებაში, წვდომაში  და ხანგრძლივ დამახსოვრებაში.
როგორც  ჩემი კოლეგა აღნიშნავს პრობლემები არსებობს. მნიშვნელოვანია პერიოდიზაციის  სისტემაზე აქცენტის გაკეთება. მოსწავლეებმა  საჭიროა იცოდნენ, თუ რით ავსებს მათ წინარე  ცოდნას  ახლად  შესწავლილი მასალა. ამაში მათ პერიოდიზაციის სისტემები დაეხმარება.
ასევე  მოსწავლეებს უჭირთ  ისტორიული  შინაარსის ტექსტის გაგება, საჭიროა დაიხვეწოს და  უფრო  გასაგები  ენით დაიწეროს  სახელმძღვანელო. თხრობა იყოს არა მონოტონური და უინტერესო,  არამედ  დინამიური, ადვილად აღსაქმელი, სურათებით და ფერადი ილუსტრაციებით გამდიდრებული, სავარჯიშოებით  და ტესტებით თანდართული.როცა  მოსწავლე  წიგნს გადაშლის  უნდა დააინტერესოს , თუნდაც  ისტორიული  მოვლენებისა  და  ფოტოების  სურათებმა. დღეს ინტერნეტ  სივრცეში  შეუძლებელია ბავშვი  წიგნით დააინტერესო.

No comments:

Post a Comment

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

                                                                                         რეფლექსია                           ...