Friday, December 1, 2017

პროექტები

                                                          პროექტები 



პროექტის დასახელება :  21-ე საუკუნის მონობად წოდებული დანაშაული (ტრეფიკინგი)
პროექტში მონაწილეობენ :  მასწავლებელი , IX კლასის მოსწავლეები
პროექტის აქტუალობა , რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის ?  მე - 9 კლასში საქართველოს ისტორიაში თემა: „ქართლ - კახეთი XVIII საუკუნის 50- იან წლებში , იმერეთი სოლომონ - ის დროს“ ვიმსჯელეთ ადამიანით ვაჭრობის შესახებ, რომელიც დღესაც ადამიანებით ვაჭრობა დაუძლეველ სენად იქცა. ერეკლე II ლეკიანობას ხმლით ხელში ებრძოდა, ხოლო იმერეთის მეფემ სოლომონ I - მა გამოცა პირველი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც აკრძალა „ტყვეთა სყიდვა“, ადამიანებით ვაჭრობა, დღევანდელი ტერმინოლოგიით „ტერფიკინგი“. მოსწავლეებმა არ იციან ტრეფიკინგის არსი , ვერ აცნობიერებენ რისკს , რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ადამიანებით ვაჭრობის საფრთხე , რომელსაც თან სდევს უზენაესი ადამიანური ღირებულებების უხეში დარღვევა ; ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების შელახვა , სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა , იძულებითი შრომა , მონობა , რაც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს , ჯანმრთელობას და მორალურად ანადგურებს მას.
     მოსწავლეებთან ერთად გაჩნდა იდეა , ამ თემაზე სიღრმისეული კვლევის განხორციელების და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების , ასევე დამოკიდებულებების შეცვლისათვის პროექტის განხორციელების შესახებ.
  პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სიღრმისეულად ეცოდინებათ ტერმინის არსი , გაეცნობიან ტრეფიკინგის სამ ძირითად ეტაპს , მოყვანილი ისტორიების განხილვით შეძლებენ იმ საფრთხეების დანახვას , რაც მოსდევს აღნიშნულ დანაშაულს , მოსწავლეები შეძლებენ კარგად გაანალიზონ თანამედროვე მსოფლიოში არსებული ტრეფიკინგის საფრთხე და ისწავლიან თუ როგორ დაიცვან თავი ამ პრობლემისაგან.
პროექტის მიზანი : მოსწავლეებმა გააცნობიერონ  ტრეფიკინგის არსი , გაიაზრონ პრობლემა და შეძლონ ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე თავდაცვის მექანიზმების გააზრება და სწორი გადაწყვეტილების მიღება.
·         ისტ. გეო.  IX  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.

პროექტზე მუშაობის ვადები : პროექტის დასაწყისი 4 დეკემბერი
                                                       პროექტის დასასრული 18 დეკემბერი
განსახორციელებელი ამოცანები :
ამოცანის
დასახელება და მოკლე
აღწერა


საქმიანობა


ვადა

მოსალოდნელი
შედეგები

მოსალოდნელი
შედეგის ამსახველი მასალა

ამოცანის
განსახორცილებლად საჭირო
რესურსები

პასუხისმგებელი პირი
მოსწავლეებმა გაიაზრონ ტრეფიკნგის არსი და  რისკები , რაც ადამიანებით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული.





მასწავლებელი კლასში ატარებს ლექცია -  სემინარს ტრეფიკინგის არსი , სახეები და რჩევები
ერთი
დღე
ლექცია -სემინარის მეშვეობით მოსწავლეები გააცნობიერებენ ტრეფიკინგის არსს , ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკებს , გაიაზრებენ პრობლემას , რომ შეძლონ  სწორი გადაწყვეტილების მიღება.
მასწავლებლის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა ლექცია - სემინარისთვის (პრეზენტაცია , გამოყენებული ლიტერატურა : ადამიანით ვაჭრობა ტრეფიკინგი)
საკლასო ოთახი, კომპიუტერი , პროექტორი
მასწავლებელი
პრობლემის უკეთ გააზრება და შესწავლა



მასწავლებელი ჯგუფებად ყოფს კლასს და თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას

ჯგუფი - მოიპოვონ ინფორმაცია ტრეფიკინგის მსხვერპლ ადამიანთა შესახებ

II ჯგუფი - გამოავლენს დანაშაულის ნიშნებს და შეუსაბამებს ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების შელახვის დეკლარაციის მუხლებს
ერთი
დღე
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფრომაციას ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების შესახებ , გამოავლენენ დანაშაულის ნიშნებს
და შეუსაბამებენ ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების დეკლარაციას.


მასწავლებლის ჩანაწერების რვეული.
მოსწავლეების ჩანაწერების რვეული
საკლასო ოთახი, ავტოკალამი, რვეული
მასწავლებელი, მოსწავლეები
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ტრეფიკინგის პრობლემა , როგორც უდიდესი საფრთხე ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებებისა.

მასწავლებლის მიერ მითითებული წყაროებიდან ატარებენ კვლევას და ამზადებენ  მასალას საპრეზენტაციოდ
ერთი კვირა
მოსწავლეთა ჯგუფებმა მასწავლებლის მიერ მითითებული წყაროებიდან მოძიებული ინფრომაციის საფუძველზე მოამზადეს საპრეზენტაციო მასალა
საპრეზენტაციო მასალები ; ჩანაწერები ,
ვიდეო მასალა, ფოტო სურათები
ინტერნეტ რესურსი ,
ლიტერატურა
მოსწავლეები
ადამიანით ვაჭრობისაგან თავდაცვის მექანიზმის გააზრება და შესწავლა.

მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე
ერთი დღე
მოსწავლეები გააცნობიერებენ ტრეფიკინგის პრობლემას და ისწავლიან როგორ   დაიცვან თავი ამ საფრთხისაგან.
საპრეზენტაციო მასალები
ფოტოსურათები
საკლასო ოთახი, კომპიუტერი , პროექტორი
მოსწავლეები

მცდარმა წარმოდგენებმა შეიძლება შეაფერხოს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის რეაბილიტაციის პროცესი.


კლასში იმართება დისკუსია თემაზე : შესაძლებელია თუ არა ტრეფიკინგის მსხვერპლის რეაბილიტაცია?




ერთი დღე

მოსწავლეები ისწავლიან  როგორ აღმოუჩნონ თანადგომა და დახმარება ტრეფიკნგის მსხვერპლ ადამიანს რეაბილიტაციის პროცესში.
მოსალოდნელი კითხვები
საკლასო ოთახი, სამუშაო მაგიდები
მოსწავლეები
პრობლემის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა შეძლონ სხვებისათვის რჩევების მიცემა და დახმარება.
მოსწავლეები მოამზადებენ და გაავრცელებენ საინფორმაციო ბუკლეტებს


ორი დღე
სკოლის მოსწავლეები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ტრეფიკინგის შესახებ
მოსწავლეთ მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები
კომპიუტერი, პრინტერი ,         თაბახის ფურცლები
მოსწავლეები




პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები :  მოკლევადიანი : გააცნობიერებენ ტრეფიკინგის არსს , დაინახავენ პრობლემას და შეძლებენ ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე თავდაცვის მექანიზმების გააზრებას.
გრძელვადიანი მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ საჭირო ცოდნის გამოყენებას აღნიშნული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ხელის შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები :  არა საკმარისი ინფორმაცია და მცდარი წარმოდგენები - შესაბამისი საინფრომაციო მასალის მიწოდება , ლექცია სემინარის ჩატარება და საინფრომაციო ბუკლეტების გავრცელება.
ჯგუფებად დანაწილება ინტერესების მიხედვით - ჯგუფების შექმნა მასწავლებლის მითითებით.
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი
პირი
ვადები

ლექცია - სემინარი
მასწავლებელი
4/12





ჯგუფების შექმნა , დავალების განაწილება
მასწავლებელი
მოსწავლეები
5/12





კვლევა
მოსწავლეები
6/12
13/12




პრეზენტაცია
მოსწავლეები
14/12





დისკუსია „შესაძლებელია თუ არა ტრფიკინგის მსხვერპლის რეაბილიტაცია“
მოსწავლეები
15/12





სხევებისთვის რჩევების მიცემა
მოსწავლეები
16/12
18/12








პროექტის ბიუჯეტი

თანხა(ლარებში)
% წილი
პროექტის მთლიანი ღირებულება
11,5 ლ.

თანადაფინანსება


სკოლის წვლილი პროექტის დანერგვის პროცესში

100%
საზოგადოების წვლილი პროექტის დანერგვის პროცესში


ხარჯების დეტალური აღრიცხვა


დასახელება
რაოდენობა
ერთეულის
ღირებულება
სულ
სკოლის
წილი
საზ. წილი
ავტოკალმები
20
0,20 ლ.
4 ლ.
100%

რვეულები
20
0,20 ლ.
4 ლ.
100%

თაბახის ფურცლები
ერთი შეკვრა
3,5 ლ.
3,5 ლ.
100%

სულ :


11,5 ლ.
100%

No comments:

Post a Comment

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

                                                                                         რეფლექსია                           ...