რეფლექსია
მეეცხრე
კლასში საკლასო, საშინაო, ჯგუფური სამუშაოების შედეგებზე
დაკვირვებამ, გამოკვეთა ისტორიის საგანში
მოსწავლეთა ცოდნის დაბალი დონე.ურთიერთთანამშრომლობაში, პასიურობამ და გაკვეთილისადმი ინერტულმა დამოკიდებულებამ, გადამაწყვეტინა ჩამეტარებინა
კვლევა. საჭიროდ ჩავთვალე დამედგინა ,გამეანალიზებინა მოსწავლეებში
დაბალი მოტივაციის მიზეზები და დამესახა გამოსწორების გზები. მაინტერესებდა კვლევის შედეგი,
გავხდიდი თუ არა,საინტერესოს და სახალისოს
სასწავლო პროცესს.
საგანმანათლებლო
სისტემა მასწავლებელს ავალდებულებს მოზარდს მისცეს საჭირო უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბოს
მნიშვნელოვანი ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გავეცანი საჭირო ლიტერატურას. შევარჩიე სამიზნე ჯგუფები:მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გავეცანი საჭირო ლიტერატურას. შევარჩიე სამიზნე ჯგუფები:მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები.
კვლევის
მეთოდად შევარჩიე პრაქტიკული კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოვიყენე რაოდენობრივი და
თვისობრივი მეთოდები.კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები ზრდის კვლევის სანდოობას და უზრუნველყოფს კვლევის მაღალ ხარისხს.
მასწავლებლებთან კვლევის
მეთოდად შევარჩიე ფოკუს-ჯგუფი. მათთან ერთად დავგეგმე შეხვედრა და წინასწარ შედგენილი კითხვებით ინტერაქტიურ
რეჟიმში მოვახდინე გამოკითხვა.
მოსწავლეებთან
ჩავატარე ანკეტირება.დაცული იყო ანონიმურობა, რომ მოსწავლეები ყოფილიყვნენ გულწრფელები. მშობლებთან, მათთვის სასურველ დროს, ინდივიდუალურად ვაწყობდი ინტერვიუს. კვლევა
გრძელდებოდა 6 თვე.
სამიზნე ჯგუფებთან
ჩატარებულმა მონაცემთა ანალიზმა, გამოკვეთა დაბალი მოტივაციის მიზეზები. მოსწავლეთა 90% მოწონს, მრავალფეროვანი რესურსებით
დატვირთული გაკვეთილი, სასიამოვნო სასწავლო გარემო.
21 მაისს მოვაწყვე კვლევის შედეგების პრეზენტაცია საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან. გავაცანი მათ საკვლევი პრობლემის აქტუალობა,ანალიზი, მიზანი.
მოკლედ მიმოვიხილე გამოყენებული ლიტერატურა, გავაცანი მთავარი კითხვა და ქვეკითხვები,
სამიზნე ჯგუფები, კვლევის მეთოდები, კვლევის მონაცემთა ანალიზი და ინტერვენციები. ბოლოს მოვახდინე კვლევის შედეგების ანალიზი და ჩატარებული სამუშაოს შეჯამება.
პედაგოგიური
კვლევა პირველად განვახორციელე ჩემს პრაქტიკაში.მართალია შრომატევადია, მაგრამ დიდი
გამოცდილებაც შემძინა და დამეხმარა მოსწავლეები გასულიყვნენ უკეთეს სასწავლო შედეგებზე.
მომავალშიც საჭიროებისამებრ შევეცდები გამოვიყენო და ჩავატარო კვლევები.
No comments:
Post a Comment