როგორ შეუწყო ხელი მოტივაციის ამაღლებას ისტორიის გაკვეთილზე
მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენებით.
მიზანი: ისტორიის სწავლებისას დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა, ანალიზი და
მისი გამოსწორების გზების დასახვა.
სარჩევი
შესავალი
|
2
|
პრობლემის აქტუალურობა.
|
2-3
|
პრობლემის ანალიზი. მიზანი.
|
3-4
|
ლიტერატურის
მიმოხილვა.
|
4-11
|
მთავარი კითხვა და ქვეკითხვები.
|
11
|
სამიზნე
ჯგუფი.
|
12
|
კვლევის
მეთოდები.
|
11-19
|
მონაცემთა ანალიზი
|
11-19
|
ინტერვენციები
|
19-21
|
ინტერვენციის
შედეგები და შეფასება
|
21-22
|
დასკვნა და რეკომენდაცია
|
22
|
ბიბლიოგრაფია
|
23
|
დანართი
|
23-24
|
შესავალი:
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქუთაისის
N24 საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
კვლევა განახორციელა ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელმა მარინე ზარქუამ. კვლევის
მიზანია დავადგინო მეეცხრე
კლასში მოსწავლეებში ისტორიის სწავლებისას
დაბალი მოტივაციის მიზეზები, გავაანალიზო, რა იწვევს მოზარდებში ისტორიის საგნის
სწავლისადმი დაბალ განწყობას და დავსახო მისი გამოსწორების გზები.
ნაშრომი შედგება რვა თავისაგან:
I თავში- მოცემულია ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ. პრობლემის იდენტიფიცირება,საკვლევი
საკითხის აქტუალობა, კვლევის მიზანი, კვლევის სტრუქტურა და ძირითადი დასკვნები.
IIთავი
ეხება პრაქტუკულ კვლევის არსს და მის დანერგვას სკოლაში.
III თავიში
მოცემულია სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებები გაკვეთილის კვლევის დანერგვის პრაქტიკის
შესახებ.
IV თავი
მოიცავს კვლევის დიზაინს, საკვლევი საკითხის კითხვებს,კვლევის სამიზნე ჯგუფს, კვლევის
მეთოდებსა და ვადებს.
Vთავი ეხება მონაცემთა ანალიზს, ძირითად მიგნებებსა და
ინტერვენციებს.
VIთავში განხილულია ინვესტიციების მეთოდები და შეფასება.
VIIთავში აღწერილია
კვლევის ჯგუფის რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები.
VIIIთავში მოცემულია დასკვნა. კვლევის ანგარიში,ბიბლიოგრაფია,დანართი.
აქტუალობა: მეეცხრე კლასში ისტორიის გაკვეთილებზე გასულ წელთან
შედარებით მოსწავლეთა ცოდნის დონე არ არის მაღალი, რასაც ადასტურებს საკლასო, საშინაო
, შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები. დაკვირვებიდან ჩანს, ახალი მასალის გადაცემისის დროს ურთიერთთანამშრომლობის
პოზიციაში,არიან პასიურები, არ არიან თავდაჯერებულები და გაბედულები. სადღაც გაქრა ის ენთუზიაზმი და სიხარული, რომელიც
გაკვეთილზე ჰქონდათ. მიუხედავად იმისა,რომ
გაკვეთილზე ვიყენებ სხვადასხვა მეთოდოლოგიას
და მასალას. დაბალია მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, ინიციატივა, ქმედითობის უნარი,მოტივაცია.
მოტივაცია
არის იმპულსი, შინაგანი მდგომარეობა, რომელიც
ადამიანს ქმედებისკენ უბიძგებს გადალახოს ნებისმიერი წინააღმდეგობა და სასურველ მიზანს
მიაღწიოს. მოტივაცია არის ისეთი გარემოს და ფაქტორების შექმნა, რომელიც მოწონს მოზარდს
, სწავლას სახალისოს და მიმზიდველს ხდის.იმატებს
ჩართულობა და ცოდნის დონე.
საგანმანათლებლო სისტემა: ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნები ,ეროვნული მიზნებიდან გაგამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტი, სკოლას და მასწავლებელს ავალდებულებს: „ მოზარდს მისცეს საჭირო უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბოს თავისუფალი,
ლიბერალურ- დემოკრატიულ ღირებულებება, ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი
საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც
მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.“
პრობლემის
ანალიზი: პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე დავადგინე რომ: მეეცხრე კლასში მოსწავლეთა სწავლის დაბალი დონე, დაბალი
მოსწრება, ახალი მასალის გადაცემის დროს ურთიერთთანამშრომლობის
არ ქონა, ინერტულობდა, მოტივაციის კლება გამოწვეულია:
-შესაბამისი სასწავლო გარემოს არ ქონით.
-გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე სასწავლო რესურსების ნაკლებობით.
კვლევის მიზანი: კვლევის მიზანია დავადგინო,
როგორ მოქმედებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენება მოსწავლეთა
მოტივაციის ხარისხზე, გავანაალიზო,
რამდენად მოიმატებს მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში, როცა შესაბამისი სასწავლო გარემოა. გახდნენ თუ არა
მოსწავლეები მეტად მოტივირებულები და ანალიზის
შედეგებზე დაყრდნობით ვაჩვენო
კოლეგებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენების აუცილებლობა.
მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება მოსწავლეებს
აუმაღლებს მოტივაციას, რაც დაეხმარებათ
განუვითარდეთ პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითი-არაორდინალური
გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებელი მუშაობის,კეთებით სწავლის,კრიტიკული აზროვნების
და სხვა უნარებს.
ლიტერატურის მიმოხილვა: კვლევის
ჩატარების დაგეგმვის შემდეგ გავეცანი
საჭირო ლიტერატურას:
·
უპირველესი და მნიშვნელოვანი რისი გაანალიზებაც მიზნად დავისახე იყო გავცნობოდი
საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონს, რომელიც გვასწავლის, რომ „ზოგადი განათლების
სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის ძირითად
მიზანს წარმოადგენს: მოსწავლის გონებრივი
და ფიზიკური
უნარ-ჩვევების
განვითარება, აუცილებელი
ცოდნით უზრუნველყოფა,
ცხოვრების ჯანსაღი
წესის დამკვიდრება, სახელმწიფოსა
და გარემოს
წინაშე უფლება-
მოვალეობების გაცნობიერებაში
ხელის შეწყობა“,
ამას კი ვერ განვახორციელებთ თუ არ ავამაღლებთ მოსწავლეთა
მოტივაციას.
·
პარალელურად გავეცანი მთავარ დოკუმენტს ეროვნულ სასწავლო გეგმას,სადაც დაფიქსირებულია რომ მასწავლებელმა: „სასწავლო პროცესში
აუცილებელია მრავალმხრივი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლისთვის,ასევე მოსწავლეებისთვის
და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებული
დამოკიდებულება.“
·
მასწავლებელთა
პროფესიული სტანდარტის მიხედვით:
- მუხლი
7.მოტივაცია და კომუნიკაცია მასწავლებელმა იცის მოტივაციის ამაღლების და
ეფექტური კომუნიკაციის, სხვადასხვა მეთოდი და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ
პრაქტიკაში
-იცის სწავლის მოტივაციის ამაღლებისა მეთოდები და ეფექტურად იყენებს მას საკუთარ საქმიანობაში,
მუხლი 10.სწავლების სტრატეგია და მეთოდები:
- მასწავლებელს შეუძლია სწავლების
სხვადასხვა მეთოდებისა და სტრატეგიების
გამოყენება.
-წარმოდგენილი მრავალმხრივი
კომპეტენციები სკოლისა და მასწავლებლისაგან მოითხოვს მოზარდს შეუქმნას ისეთი
სასწავლო გარემო, რომელიც მას განაწყობს სწვლისადმი. განწყობას მოტივაცია
განაპირობებს.მოტივაცია მოსწავლისთვის სწავლას ხდის სახალისოს და მიმზიდველს.
·
თემა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და
აქტუალურია ჩანს იქედან ,რომ მოტივაციაზე ყურადრებას ამახვილებს სხვადასხვა ქვეყნის
ფსიქოლოგები:
·
ბიჰევორისტები,ჰუმანისტები,უზნაძე,კოგნიტური
და სოციოკულტურული თეორიები.
·
მოტივაციას, როგორც წესი,
ასეთნაირად
განმარტავენ:
ესაა შინაგანი მდგომარეობა,
რომელიც
აღძრავს,
წარმართავს
და უზრუნველყოფს ქცევას.ისინი აქცენტს
ხუთ ძირითად საკითხზე
აკეთებენ:
·
1. როგორ
არჩევანს
აკეთებენ
ადამიანები
საკუთარ
ქცევასთან
დაკავშირებით?
რატომაა
რომ, მაგალითად, ერთი
მოსწავლე
გულმოდგინედ
აკეთებს
დავალებას,
მეორე
კი ტელევიზორის ყურებას არჩევს?
·
2. რა
დრო უნდა გავიდეს,
რომ მოტივაცია ამოქმედდეს?
რატომ
იწყებს
ზოგი მოსწავლე დავალების
შესრულებას
მაშინვე,
ზოგი კი დროს ფლანგავს?
·
3. რა
ხარისხით
ან ინტენსივობით არის ჩართული
ადამიანი
არჩეულ
ქცევაში?
ყურადღებით
ასრულებს
მოსწავლე
დავალებას
თუ მექანიკურად?
·
4. რა
აიძულებს
ინდივიდს
იყოს შეუპოვარი ან
ადვილად
დანებდეს?
მაგალითად,
რას იზამს მოსწავლე,
მთლიანად
წაიკითხავს
შექსპირის
ნაწარმოებს
თუ მხოლოდ მის
რამდენიმე
გვერდს?
·
5. რა
გრძნობები
აქვს და რაზე
ფიქრობს
ინდივიდი,
როცა ქცევას ახორციელებს?
მაგალითად,
მოსწავლე
სიამოვნებას
იღებს
შექსპირის
კითხვით,
თუ მოსალოდნელ გამოცდაზე ნერვიულობს?
·
მოტივირებული
ადამიანი,
რომელიც
თავდაუზოგავად
მიიწევს
მიზნისკენ
ან მუშაობს მუყაითად
მაშინაც
კი, როცა სამუშაო
მოსაწყენად
ეჩვენება.
რა წარმართავს ქცევას და
რა ანიჭებს მას
ამ ენერგიას? ამის
ახსნა
უნდა ვეძიოთ მოთხოვნილებებში,
სტიმულებში,
შიშებში,
მიზნებში,
სოციალურ
ზეწოლაში,
თვითრწმენაში,
ინტერესებში,
ცნობისმოყვარეობაში,
რწმენაში,
ღირებულებებში,
მოლოდინებში
და ა.შ.
ზოგიერთი
ფსიქოლოგი
მოტივაციას
პიროვნული
ნიშან-თვისებების ტერმინებით ხსნის. ზოგიერთ
ადამიანს
მიღწევის
მაღალი
მოთხოვნილება აქვს,
ეშინია
გამოგდების,
აინტერესებს
ხელოვნება,
ამდენად,
ისინი
ბევრს
მუშაობენ,
რომ მეტს მიაღწიონ,
თავს არიდებენ გამოცდებს
და საათობით ათვალიერებენ
გამოფენებს.
სხვა ფსიქოლოგები მოტივაციას განიხილავენ როგორც მდგომარეობას,
დროებით
სიტუაციას.
თუ თქვენ, მაგალითად,
რაიმეს
კითხულობთ
მხოლოდ
იმიტომ,
რომ ხვალ გამოცდა
გაქვთ
ჩასაბარებელი,
თქვენ
სიტუაციით
ხართ მოტივირებული. რა თქმა
უნდა, მოტივაცია, რომელიც
ჩვენ გვაქვს დროის
ნებისმიერ
მოცემულ
მონაკვეთში,
ნიშან-თვისებებისა და მდგომარეობის
ერთგვარი
კომბინაციაა.
მოსწავლე შეიძლება სწავლობდეს იმიტომ,
რომ სწავლა მისთვის დიდი
ღირებულებაა
და იმიტომაც, რომ
გამოცდისთვის
ემზადებოდეს.
·
მოტივაცა ეყრდნობა
შინაგან,
პიროვნულ
ფაქტორებს,
როგორიცაა
მოთხოვნილებები,
ინტერესები,
ცნობისმოყვარეობა. აქცენტი
ექსტერნალურ,
გარეფაქტორებზეა
აღებული
– ჯილდო,
სოციალური
ზეწოლა,
დასჯა
და ა.შ.
მოტივაციის
კლასიკური
დაყოფა
ასეთია:
შინაგანი
და გარეგანი მოტივაცია.
შინაგანი
მოტივაცია
არის ტენდენცია – მიღწეულ
იქნეს
მიზნები
საკუთარი
ინტერესებისა
და უნარების კვალდაკვალ.
როდესაც
ჩვენ შინაგანად ვართ
მოტივირებულნი,
ჩვენ არ გვჭირდება
წახალისება
ან დასჯა, რამდენადაც
თვითონ
აქტივობა
თავისთავად
წარმოადგენს
ჯილდოს.
·
ამის საპირისპირო შემთხვევაა, როცა რაღაცას
კარგი
შეფასებისათვის,
დასჯის
თავიდან
აცილების
მიზნით,
მასწავლებლის სიამოვნებისათვის
ან ამოცანასთან ნაკლებად დაკავშირებული
რაიმე
სხვა მიზეზით ვაკეთებთ.
ეს გარეგანი მოტივაციაა.
რეალურად
ჩვენ ქცევას იმიტომ
არ ვახორციელებთ, რომ თავად
იგი გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს,
რას მოგვიტანს ეს
ქცევა.
·
ფსიქოლოგები, რომლებიც იზიარებენ
მოტივაციის
შინაგანად
და გარეგანად დაყოფის
კონცეფციას,
ამბობენ,
რომ ერთი შეხედვით
შეუძლებელია
განვსაზღვროთ,
მოტივაცია
შინაგანია
თუ გარეგანი. არსებითი
განსხვავება
ამ ორ ტიპს
შორის
ინდივიდის
ქცევისათვის
წარმმართველი
მიზეზია,
ანუ მიზეზობრიობის ლოკუსი ინტერნალურია
თუ ექსტერნალური – პიროვნების შიგნითაა თუ
მის გარეთ. ინდივიდი
შეიძლება
იმიტომ
კითხულობდეს,
ცურავდეს
ან ხატავდეს, რომ
მან ქცევის თავისუფალი
არჩევანი
პიროვნული
ინტერესების
გათვალისწინებით
გააკეთა
(მიზეზობრიობის
ინტერნალური
ლოკუსი/შინაგანი მოტივაცია),
ან ასე იმიტომ
იქცევა,
რომ გარედან, ვიღაცის
ან რაღაცის გავლენას
განიცდის
(მიზეზობრიობის
ექსტერნალური
ლოკუსი/გარეგანი მოტივაცია)
როდესაც
თქვენ
საკუთარ
მოტივაციაზე
ფიქრობთ,
ალბათ
გეჩვენებათ,
რომ ეს
დიქოტომია
შინაგან
და გარეგან მოტივაციას
შორის
ძალიან
მარტივია. ერთის ახსნა ისაა,
რომ ქცევა მიჰყვება
ერთგვარ
კონტინუუმს
აბსოლუტური
თვითგანსაზღვრულობიდან
(შინაგანი
მოტივაცია)
სხვათა
მიერ აბსოლუტურ განსაზღვრულობამდე
(გარეგანი
მოტივაცია). შინაგანი
მოტივაციაა
ეს თუ გარეგანი?
რეალურად,
ის სადღაც მათ
შორისაა
– პიროვნება თავისუფალ
არჩევანს
აკეთებს
გარე ფაქტორების გათვალისწინებით და შემდეგ
ცდილობს
მეტი სარგებელი მიიღოს
აქედან.
ანუ პიროვნებამ ექსტერნალური მიზეზის ინტერნალიზაცია
მოახდინა.
რამდენადაც მოტივაცია მოიცავს
როგორც
პიროვნული
ნიშნის,
ისე გარემოს ფაქტორებს,
ის ასევე შეიძლება
მოიცავდეს,
როგორც
შინაგან,
ისე გარეგან ფაქტორებს.
შინაგანი
და გარეგანი ტენდენციები
– ესაა ორი დამოუკიდებელი
შესაძლებლობა
დროის
ნებისმიერ
მოცემულ
მონაკვეთში
მოსწავლე შეიძლება
მოტივირებული
იყოს. სწავლებამ
შეიძლება
შექმნას
შინაგანი
მოტივაცია
მოსწავლეთა
ინტერესების
გათვალისწინებით
და კომპეტენტურობის მნიშვნელობის ხაზგასმით. თუმცა
ყოველთვის მიმზიდველი
და საინტერესოა ვერ
იქნება ქვეშმიწერით
გაყოფა?
ყოველთვის
აღძრავს ცნობისმოყვარეობას
არაწესიერი
ზმნები?
. არის სიტუაციები, როცა წამახალისებელი
სტიმულები
და გარემხარდაჭერა აუცილებელია. მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ
შინაგანი
მოტივაციის
გაჩენასა
და შენარჩუნებაზე, როცა დარწმუნდებიან,
რომ გარეგანი მოტივაციაც
მუშაობს
და ჩართულია სწავლის
პროცესში.
·
უნდა აღინიშნოს მოტივაციისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა. ბიჰევიორისტული
მიდგომის
მიხედვით,
მოსწავლის
მოტივაციის
გაგება
უნდა დავიწყოთ წამახალისებელი
სტიმულებისა
და ჯილდოების დაკვირვებული
ანალიზით.
ჯილდო
ის მიმზიდველი ობიექტი ან
მოვლენაა,
რომელიც
შედეგად
მოსდევს
გარკვეულ
ქცევას.
იმპულსი
ის ობიექტები ან
მოვლენებია,
რომლებიც
აღძრავს
ან, პირიქით, ახშობს
ქცევას.
მაგალითად,
დამატებითი
ქულების
დაპირება
წამახალისებელი
სტიმული
შეიძლება
აღმოჩნდეს
მოსწავლისთვის.
·
ბიჰევიორისტები ამბობენ: თუ ჩვენ
მუდმივად
წავახალისებთ მოსწავლეს გარკვეული
ქცევის
გამო, მას განუვივითარდება
გარკვეული
ჩვევა
ან ტენდენცია – განახორციელოს ხოლმე
გარკვეული
ტიპის
ქცევა.
მაგალითად,
თუ მოსწავლე ფეხბურთის
თამაშის
გამო ჯილდოდ მიიღებს
ხან ფულს, ხან
საჩუქრებსა
და პრივილეგიებს, ხოლო მის
სწავლას
ნაკლები
ყურადღება
მიექცევა, იგი
დიდ დროს დაუთმობს
ფეხბურთში
ვარჯიშს
და არა გეომეტრიის
სწავლას.
კარგი
ნიშნები,
ვარსკვლავები,
სტიკერები
და სხვა საშუალებები
განმტკიცებისათვის
ან გარკვეული დამსჯელი
ღონისძიებები
ცუდი საქციელისათვის – ეს ყველაფერი
არის მცდელობა მოსწავლეთა
მოტივირებისათვის
გარეგანი
იმპულსის,
ჯილდოების
ან დასჯის გამოყენებით.
·
უნდა აღინიშნოს მოტივაციისადმი ჰუმანისტური მიდგომა. მეოცე
საუკუნის
სამოციან
წლებში
ჰუმანისტური
ფსიქოლოგიის
მომხრეები,
მათ შორის კარლ
როჯერსი,
ამბობს,
რომ ფსიქოლოგიის ვერცერთი დომინანტური
სკოლა,
ვერც ბიჰევიორული და ფროიდისეული,
ადეკვატურად
ვერ ხსნიდა ადამიანის
ქცევას.
მოტივაციის
ჰუმანისტური
ინტერპრეტაცია
ხაზს უსვამს ისეთ
შინაგან
წყაროებს,
როგორიცაა
პიროვნების
„თვითაქტუალიზაციის”
მოთხოვნილება,
თანდაყოლილი
„აქტუალიზაციის
ტენდენცია”
ან „თვითგანსაზღვრის” მოთხოვნილება. ასე რომ,
ჰუმანისტურ
ჭრილში,
მოტივირება
ნიშნავს
ადამიანების
შინაგანი
რესურსების
– მათი კომპეტენტურობის, თვითშეფასების, ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის
წაქეზებას.
·
მასლოუს თეორია
მოტივაციის
ცნობილი
ჰუმანისტური
ახსნაა.
მასლოუს
იერარქია.
აბრაჰამ
მასლოუ
ვარაუდობდა,
რომ ადამიანებს გააჩნიათ მოთხოვნილებათა
იერარქია
მთელი
დიაპაზონით
– დაბალიდან
(მაგ. უსაფრთხოება) მაღალი რანგის
მოთხოვნილებებამდე
(თვითაქტუალიზაცია).
თვითაქტუალიზაცია
მასლოუს
მიერ შემოტანილი ტერმინია, რითაც
იგი პიროვნების სრულ თვითრეალიზაციას,
მისი პოტენციალის სრულ რეალიზებას
აღნიშნავდა.
სანამ
მოთხოვნილებათა
შემდეგ
საფეხურზე
გადავიდოდეთ,
უნდა დაკმაყოფილდეს უფრო დაბალი
რანგის
მოთხოვნილებები.
·
მასლოუ ოთხ
შედარებით
დაბალი
რანგის
მოთხოვნილებას:
ფიზიოლოგიურს,
უსაფრთხოების,
მიკუთვნებულობისა
და თვითშეფასების მოთხოვნილებებს დეფიციტურს უწოდებდა. როდესაც
ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მათი რეალიზების
მოტივაცია
იკლებს.
მან სამ ზედა,
მაღალი
რანგის
მოთხოვნილებას
– ინტელექტუალური
მიღწევების,
ესთეტიკურ
და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებს ზრდის მოთხოვნილებები
უწოდა.
როდესაც
ეს მოთხოვნილებები კმაყოფილდება, პიროვნების მოტივაცია არ
იკარგება,
პირიქით,
იგი იზრდება და
დაკმაყოფილების
მორიგი
საშუალებების
ძებნას
იწყებს.
დეფიციტური
მოთხოვნილებებისაგან
განსხვავებით,
ეს მოთხოვნილებები ბოლომდე არასდროს
კმაყოფილდება.
·
მასლოუს თეორია
საშუალებას
გვაძლევს
მთლიანობაში
აღვიქვათ
მოსწავლე,
რომლის
ფიზიკური,
ემოციური
და ინტელექტუალური მოთხოვნილებები ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან. ბავშვი, რომლის
უსაფრთხოებისა
და მიკუთვნებულობის განცდას საფრთხე
მშობლების
გაყრის
გამო ექმნება, ნაკლებ
ინტერესს
გამოამჟღავნებს
წილადების
გაყოფის
სწავლაში.
თუ სკოლა საშიშ,
არაპროგნოზირებად
ტერიტორიაზე
იმყოფება,
იქ უფრო მეტი
ყურადღება
უსაფრთხოებას
მიექცევა,
ვიდრე
სწავლას
ან სწავლებას. სოციალურ
ჯგუფთან
მიკუთვნებულობა
და ამ ჯგუფის
შიგნით
თვითშეფასების
განმტკიცება
მნიშვნელოვანია
მოსწავლისთვის.
თუ იმის გაკეთება,
რასაც
მასწავლებელი
მოსწავლისაგან
ითხოვს,
ეწინააღმდეგება
ამ ჯგუფის დადგენილ
წესებს,
მაშინ
მოსალოდნელია,
რომ მოსწავლე ყურად
არ იღებს მასწავლებლის
სურვილს
და შეიძლება დაუპირისპირდეს
კიდეც
მას.
·
გავეცანი მოტივაციისადმი კოგნიტური და
სოციალურ-კოგნიტური მიდგომებს.
კოგნიტურ
თეორიებში
ადამიანი
განხილულია
როგორც
ცნობისმოყვარე,
აქტიური,
ინფორმაციის
მაძიებელი
არსება,
რომელიც
ცდილობს
გადაჭრას
პიროვნული
პრობლემები.
ამდენად,
კოგნიტური
თეორეტიკოსები
აქცენტს
შინაგან
მოტივაციაზე
აკეთებენ.
მოტივაციის
კოგნიტური
თეორიები,
შეიძლება
ითქვას,
ბიჰევიორისტული
შეხედულებების
საპასუხოდ
განვითარდა.
კოგნიტივისტებს
სჯერათ,
რომ ჩვენი ქცევა
აზროვნებით
არის განპირობებული და არა
უბრალოდ
იმით, რომ წარსულში
ამასთან
დაკავშირებით
დაგვაჯილდოვეს
ან დაგვსაჯეს. ქცევა
წამოწყებული
და რეგულირებულია გეგმების, მიზნების,
სქემების,
მოლოდინებისა
და ატრიბუციების მიერ.
·
ბანდურას
თეორიის მიხედვით მოტივაციაში მთავარი ისაა, რომ მოქმედება უშუალო განმტკიცების
გარეშეც ხორციელდება. ადამიანს შეუძლია მომავალი წარმატების ან წარუმატებლობის
წინასწარმეტყველება და სათანადო ქცევის განხორციელება. ბანდურას აზრით ადამიანის
ფუნქციონირებას არ განსაზღვრავს მხოლოდ
გარეგანი ფაქტორები და არც მხოლოდ
შინაგანი. ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორები,
გარემო და ქცევა,მათი ურთიერთდამოკიდებულება.
უზნაძე თავის განწყობის
თეორიაში აღნიშნავს, რომ უდიდესი მნიშვნელობა
ენიჭება აღზრდის პროცესში
განწყობას. მისი აზრით განწყობა ადამიანის
მთლიანპიროვნული მზაობაა გარკვეული
ქცევისადმი
·
ქცევა არის ცოცხალი არსების, სუბიექტის გარემოსთან ურურთიერთმოქმედების ფორმა.
·
ქცევა განისაზღვრება
მოთხოვნილებით და იმ საგნით, სიტუაციით,
რომელმაც, ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს.
ცოცხალი ორგანიზმი გარკვეული მოთხონილების დასაკმაყოფილებლად მიმართავს
გარე საგნობრივ სინამდვილეს. გარემო უშუალოდ მოქმედებს მასზე და
იმ საგნის შესატყვის მოქმედებისაკენ განაწყობს, რომელმაც ეს მოთხოვნილება
უნდა დააკმაყოფილოს. მოთხოვნილების
და სიტუაციის შეხვედრის
შედეგად ადამიანს უჩნდება განწყობა.
გარემოს მასწავლებელი ცვლის,ახალ-ახალი სტიმულებით,
რაც განსაზღვრავს განვითარების პროცესს.
·
სწავლებასა და განვითარებას
შორის ურთიერთდამოკიდებულებაში უზნაძე გამოყოფს ორ პერიოდს :1. კონკრეტული წარმოდგენები
და თვალსაჩინო მასალით აზროვნება 2.აბსტრაქტული
ცნებითი აზროვნება.სასწავლო პროცესი
მასწავლებლის მიერ ისე წარიმართოს ბავშვის შესაძლებლობისა და სასწავლო მასალის თანხვედრა მოხდეს.პედაგოგი ხელოვანის მსგავს შემოქმეგებას
მოითხოვს წერს უზნაძე.
·
სასწავლო პროცესი იმაზე
უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს
ადამიანის დამახასიათებელი ინტელექტუალური მოთხოვნილება ე. წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს.
·
ბავშვის განვითარება ქცევის
პროცესში ხდება. უზნაზე ქცევის ორ კატეგორიას გამოყოფს
ექსტროგენული და ინტროგენული. ექსტროგენული ქცევა წარიმართება გარედან საგნისაგან
მიღებული იმპულსის შედეგად.ინტროგენული ქცევა თავისუფალია გარე იძულებისაგან და ის ორგანიზმის შიგნით წარმოიშობა.
·
სწავლა მოიცავს როგორც
ექსტროგენულ, ასევე ინტროგენულ ქცევის ფორმის ელემენტებს.
·
როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოტივაციის
წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. თუ გვსურს, ხელი
შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის
პრინციპების გააზრება სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო
პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით
შევქმნათ
ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველვყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური
და ხალისიანი ჩართულობა
საკვლევი კითხვები:
მთავარი კითხვა:
იმისათვის, რომ კვლევა სწორი მიმართულებით წამეყვანა,
საჭირო იყო დამესვა მთავარი კითხვა,
რომელზეც პასუხის ძიება იქნებოდა კვლევის მთავარი ამოცანა. მთავარი კითხვა ასეთია:
არის თუ არა სწავლებაში საგანმანათლებლო რესურსების
სიმწირე მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის ძირითადი მიზეზი?
ამის შემდეგ ჩამოვაყალიბე ქვეკითხვები, რომელიც დამეხმარებოდა
პასუხი გამეცა კვლევის მთავარ შეკითხვაზე.
ქვეკითხვები:
-როგორია
მოტივაციის ხარისხი,რას ვიყენებ საგანმანათლებლო რესურსად?
-მონაწილეობენ თუ არა რესურსების დამზადებაში მოსწავლეები?
-მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით, შედეგად გაკვეთილის რომელ ფაზაში/ფაზაზე
მოიმატა მოტივაციამ დაკვირვების შემდეგ?
-რა უპირატესობა აქვს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო
რესურსების გამოყენებას გაკვეთილზე?
-რომელმა რესურსმა უკეთ იმოქმედა?
-როგორია მოტივაციის ხარისხი, როცა მოსწავლეები თავად
არიან ჩართულნი
მოძიების პროცესში ან მაშინ როცა თავად ქმნიან რესურებს?
-ეხმარება თუ არა მულტიმედიური რესურსები აღქმასა და
გააზრებაში?
-საიდან იცით,რომ მოსწავლეებმა თავიანთი ძალით შექმნეს
რესურსები.მიაღწიეს თუ არა ესგ მიზნებს.
-რამდენად განიხილავენ მასწავლებლები კათედრაზე აღნიშნულ
საკითხს?
-რამდენად მოსახერხებელია პედაგოგებისათვის რესურსების
მოძიება?
-არის თუ არა გათვალისწინებული ასაკობრივი თავისებურებები რესურსების შერჩევისას?
სამიზნე ჯგუფი: იმისათვის, რომ თვალნათლივ დავინახო პრობლემა, თავდაპირველად გავაანალიზე არსებული
სიტუაცია და კვლევის სამიზნე ჯგუფად ავირჩიე:
მოსწავლეები
იმიტომ, რომ კვლევის ობიექტი ისინი იყო . ყოველ
გაკვეთილზე ვაწარმოებდი დაკვირვებას, როგორი ტიპის რესურსები, რომელი მეთოდებით სწავლის
შემდეგ, ამახსოვრდებოდათ უფრო დიდხანს,
შესასწავლი საკითხი. შედეგებს ვინიშნავდი
დაკვირვების რვეულში, ვაკეთებდი განმავითარებელ კომენტარებსაც. ჩატარებული აქტიობებით, მოსწავლეთა გამოკითხვა-ანკეტირება დამეხმარება დავადგინო კვლევის შედეგები და დავსახო სამოქმედო
გეგმა.
მასწავლებლები--კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან შეხვედრები
და მათი გამოკითხვა კვლევისთვის მნიშვნელოვანია. ეს დამეხმარება დავადგინო, როგორია
მოსწავლეთა საჭიროებები მათ გაკვეთილზე,გავიგებ
მოსწავლეთა ჩართულობა- მოტივაციას საგაკვეთილო
პროცესში, იყენებენ თუ არა მრავალფეროვან რესურსებს
და როგორ აისახება ეს მათ განწყობაზე , უჭირთ თუ არა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით
რესურსების მოძიება,რესურსებს თავად ქმნიან თუ მოსწავლეები.
მასწავლებლების გამოკითხვით და შედარებით, გავიგებ რამ
გამოიწვია ჩემს გაკვეთილებზე მოსწავლეთ მოტივაციის
შემცირება და მათი გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით, დავგეგმავ შესაბამის აქტიობებს.
მშობლები- მშობლების სამიზნე ჯგუფად ავირჩიე იმიტომ,
რომ დავადგინო: რა როლს ასრულებს ოჯახი და მშობლები ბავშვისთვის სასწავლო გარემოს შექმნასა
და სწავლაში დახმარების კუთხით, რა უნარები აქვთ განვითრებული მათ შვილებს. დღეს
მშობლები ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე არიან გადართული, არ ცალიათ, ან არ აინტერესებთ ბავშვისთვის განათლების
მხარე, ეს კი აისახება ბავშვის განწყობაზე და სწავლისადმი დამოკიდებულებაზე.
კვლევის მეთოდები : ჩატარებული სამუშაოების შემდეგ
დავგეგმე და ავირჩიე კვლევის სამიზნე ჯგუფებთან გამოსაყენებელი კვლევის მეთოდები:
1.მასწავლებლებთან გამოვიყენე კვლევის თვისობრი მეთოდი ფოკუს-ჯგუფი, იმ მიზნით,
რომ გავიგო აქვთ თუ არა მსგავსი პრობლემა, მეცხრე კლასში შემსვლელ მასწავლებლებს გაკვეთილებზე, სწავლა-სწავლების რა
ხერხებსა და საშვალებებს იყენებენ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
ფოკუს
ჯგუფისთვის შევარჩიე მასწავლებელთა შესაბამისი რაოდენობა.მივიღე მათგან თანხმობა,გავაცანი
საკითხები და შევთანხმდით დროზე.მოდერატორი გახლდით თავად. ფოკუსჯგუფი შედგებოდა 8
მასწავლებლისაგან. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაცვლეობით ვახდენდი მასწავლებელთა პასუხების დაფიქსიერებას. რაც აუცილებელი
იყო მონაცემთა შემდგომი ანალიზისთვის. ძირითადი
კითხვები შემდეგი იყო:
კითხვები
ფოკუს ჯგუფისთვის:
1)რა ტიპის გაკვეთილებს ვატარებთ უფრო მეტად?
2)რა უფრო ზრდის მოსწავლეთა
ჩართულობას გაკვეთილზე?
3)როდის არიან თქვენს გაკვეთილზე
მოსწავლეები დემოტივირებულები?
4)თქვენი აზრით რა არის დემოტივიზაციის მიზეზი?
5)გაკვეთილის
რომელ ფაზაზეა თქვენი მოსწავლეები მოტივირებულები?
6) რა გიცდიათ მოტივაციის ასამაღლებლად?
7) რამ იმუშავა
კარგად შინაგანმა თუ გარეგანმა მოტივაციამ?
8)ღებილობენ თუ არა მოსწავლეები
თვალსაჩინოების დამზადებაში მონაწილეობას?
9)გიჭირთ თუ არა რესურსების
მოძიება მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურების გათვალისწინებით?
10) აისახა თუ არა მრავალფეროვანი
რესურსების გამოყენება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე?
კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან
შეხვედრაზე
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა დემოტივაციის
მიზეზი ტრადიციული სასწავლო რესურსები(რუქა,სურათები,
დიაგრამები, დაფა, სახელმძღვანელო) და ლექციური
ტიპის გაკვეთილებია. მათი თქმით გაკვეთილებზე მოსწავლეების მოტივაცია მაშინ ამაღლდა,
როდესაც
მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით დატვირთეს გაკვეთილი და როცა რესურსების გამოყენებას აქვს სისტემატიური ხასიათი.ასევე აღნიშნეს,
რომ მნიშვნელოვანია
, როცა ბავშვები
თავად ქმნიან,ან მონაწილეობენ რესურსების შექმნაში.
2. ანკეტირება
მოსწავლეებთან--მოსწავლეებთან ანკეტირების მიზანია,
გავიგო რა იწვევს მათში დაბალ მოტივაციას
და როგორი სახის გაკვეთილები
მოწონთ
კითხვარი
მოსწავლეებისათვის
მე ვარ ისტორიის მასწავლებელი
მარინე ზარქუა. ვატარებ
კვლევას
მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების მნიშვნელობაზე,
საგაკვეთლო პროცესში. თქვენი,
როგორც მოსწავლის მონაწილეობა
მნიშვნელოვანია, გთხოვთ კითხვარის
შევსების დროს იყოთ გულწრფელები, რადგან ანონიმურობა იქნება დაცული.
·
ჩამოთვილთაგან
როგორი ტიპის გაკვეთილები
გიტარდებათ უმეტესწილად?
ა) სალექციო-როცა მასწავლებელი ხსნის და მოსწავლეები უსმენენ.
ბ)რესურსებით დატვირთული.
გ)კითხვა-პასუხის
რეჟიმში.
დ)ინტერაქტიური -(როცა მოსწავლე კითხულობს
და მასწავლებელი
ხსნის)
·
ჩამოთვლილთაგან
რომელ გაკვეთილს
ანიჭებ უპირატესობას?
·
არის თუ არა დაცულობა (საკუთარი
აზრის დაფიქსირება) ისტორიის
გაკვეთილზე?
ა)კი ბ)არა გ)ზოგჯერ კი დ)ზოგჯერ არა
·
როდის უკეთ იგებთ გაკვეთილს ,როცა მასწავლებელი გაწვდით
რესურს ,თუ როცა თავად ქმნით?
ა) როცა მასწავლებელი ქმნის რესურს.
ბ)როცა მოსწავლეები თავად ქმნიან რესურსს.
4.როგორი ტიპის რესურსებს
იყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე?
ა) წიგნს ხშირად.
ბ )დაფას.
გ) რუკებს.
დ )სლაიდ-შოუს.
ე) ფილმების ჩვენებას.
ვ) აუდიო-ვიდეო მასალას.
ზ) გაკვეთილი-მუზეუმში.
თ)პრეზენტაციის.
ი)პროექტების.
კ)სწავლების სხვადასხვა
სტრატეგიებს.
5.თქვენი აზრით რისთვის არის საჭირო მრავალფეროვანი რესურსების
გამოყენება გაკვეთილზე?(შეგიძლია
რამდენიმე პასუხი მოხაზო)
ა) საინტერესოა;
ბ) ხელს უწყობს ცოდნისა და უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებას;
გ) მეხმარება მიღებული
მასალის ადვილად აღქმასა
და დამახსოვრებაში.
დ) თვალსაჩინოების დამზადება
მაძლევს გამოცდილებას.
·
რაში დამეხმარება სწავლების
ეს მეთოდი?(შეგიძლიათ რამდენიმე
პასუხი მოხაზო)
ა) მაღალი აკადემიური
მოსწრების მიღწევაში.
ბ) მეხმარება ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეების
გამოვლენაში;
გ) მიღებული ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში;
დ) ეს საგანი მეტად დამაინტერესებს;
5.თქვენი აზრით, როგორ გავხადო
უფრო საინტერესო
ისტორიის გაკვეთილი?
როგორც რაოდენობრივი კვლევის
ფარგლებში გამოკითხული მოსწავლეების
პასუხებმა
უჩვენა, ძირითადად უტარდებათ ტრადიციული ლექციური ტიპის გაკვეთილები 60%, 20% კითხვა-პასუხის, 10%ინტერაქტიური,
10% რესურსებით გამდიდრებული
სახის გაკვეთილი. მოსწავლეებს
მოწონთ, როცა თავად ქმნიან რესურსებს და ამ რესურსების გამოყენებით
გაამდიდრებენ გაკვეთილს,ეს მათი აზრით აძლევთ გამოცდილებას,ეხმარებათ მასალის ადვილად
აღქმაში და დამახსოვრებაში.გაკვეთილი საინტერესოა.
მოსწავლეების 90% მოწონს და ურჩევნია ჩატარდეს მრავალფეროვანი
რესურსებით
დატვირთული გაკვეთილი, 10% მიიჩნევს
სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის
ჩატარებას.
3. დამრიგებლის
დახმარებით დაუკავშირდი
მშობლებს, ვუთანხმებდი სასურველ
დღეს, დროს და ვაცნობდი შეხვედრის მიზანს.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო
26 მშობელმა.მშობლებთან ინტერვიუსთვის გამოვიყენე შემდეგი
კითკვები,
კითხვები
ინტერვიუსათვის:
1)
აქვს თუ არა ოჯახში თქვენს შვილს სასწავლო
კუთხე?
ა)კი. ბ)არა.
2) გაქვთ თუ არა დრო თვალყური ადევნოთ
ბავშვის მეცადინეობას?
ა)კი. ბ)არა. გ)ხანდახან. დ)არასოდეს.
3) რა დროს ანდომებს თქვენი შვილი გაკვეთილების
მომზადებას?
ა)სამ საათს. ბ)უფრო მეტს. გ)უფრო ნაკლებს. დ)ვერ ვაკონტროლებ.
4)რა უნარი აქვს განვითარებული
თქვენს შვილს?
4) უწევთ თუ არა დახმარებას
მეცადინეობისას, როცა ამას საჭიროებს?
ა) კი . ბ) არა. გ) ვერ ვახერხებ. დ) ძალიან ხშირად.
მშობლებთან
ჩატარებულმა ინტერვიუ სტრუქტურიზებულმა,ანონიმურ დახურული
სახის ანკეტირებამ დამანახა ,რომ მოსწავლეთა უმრავლესობას 90% სახლში მოწყობილი აქვს სასწავლო
კუთხე, მშობლები შეძლებისდაგვარად
ეხმარებიან და აკონტროლებენ ბავშვების
მომზადებას 50%. მშობლების უმრავლესობას უჭირთ დააფიქსირონ თუ რა უნარებს ფლობს მათი შვილი 60%.
სამიზნე ჯგუფებთან
ჩატარებულმა კვლევამ, მონაცემთა ანალიზმა
და კითხვაზე,
თუ რა არის მეეცხრე კლასში ისტორიის გაკვეთილებზე
დაბალი მოტივაციის მიზეზი.
გამოიკვეთა
რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება:
n
ძირითად
მოსწავლეებს უტარდებათ ლექციური-ტრადიციული
ტიპის გაკვეთილები.
n
ნაკლებად
არის გაკვეთილზე
მათთვის მოსახერხებელი სასურველი
გარემო.
n
ასევე ტარდება შერეული
ტიპის გაკვეთილებიც.
n
ისტორიის
გაკეთილები
არ არის დატვირთული მრავალფეროვანი
რესურსებით.
n
მოსწავლეები ნაკლებად
მონაწილეობენ რესურსების შექმნაში.
n
მოსწავლეებს
მოწონთ, როცა თავად ქმნიან რესურსებს.
n
მოსწავლეების 90% სურს გაკვეთილები
მრავალფეროვანი რესურსებით
იყოს დატვირთული.
ფოკუს-ჯგუფმა მეეცხრე კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან,
მოსწავლეთა ანკეტირებამ, მშობლებთან
ინტერვიუ, დამაეხმარა დამედგინა, მეეცხრე
კლასში ისტორიის სწავლებისას დაბალი მოტივაციის
მიზეზები: რომ საჭიროა ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო
გარემოს შექმნა, სწავლების მრავალგვარი სტრატეგიებთან
ერთად, გამოვიყენო მრავალფეროვანი
სასწავლო რესურსები. სწავლა უფრო საინტერესო და სახალისო,რომ გახდეს მნიშვნელოვანია რესურსების შექმნაში მოსწავლეებმა თავადაც
მიიღონ მონაწილეობა. კვლევის
შედეგებიდან გამომდინარე გავითვალისწინებ,
ყველა გაკვეთილი დავგეგმო
მრავალფეროვანი რესურსების
გამოყენებით:
-პროექტ-გაკვეთილები.
-გასვლითი გაკვეთილები
მუზეუმში
-როლური თამაშები.
-ფილმების ჩვენება.
-კოგნიტურ სქემები.
-ესეების წერა.
-ვიქტორინები.
-სწავლების მრავალგვარი
მეთოდები.
-მაკეტების დამზადებას,
კეთებით სწავლება.
ინტერვენციები:
ინტერვენცია
I -- ჩემი კვლევის
შემდეგ გადავწყვიტე დამეგეგმა
ინტერვენციები,რომელიც დამეხმარებოდა პრობლემის
დაძლევაში.შევარჩიე გასვლითი
გაკვეთილი ქუთაისის ეთნოგრაფიულ
მუზეუმში, თემაზე: „იმერეთის
მეფე, სოლომონ I“.
გასვლითი
გაკვეთილის მიზანი იყო: გამესაზღვრა, როგორ დამეხმარებოდა აღნიშნული
აქტიობა მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებაში.
მუზეუმში იმერეთის
მეფის სოლომონ I მოღვაწეობას
გამოყოფილი აქვს კუთხე,სადაც წარმოდგენილია
ვიზუალურად, ნარატიულად ყველა ის რეფორმები და ღონისძიებები, რომელიც სოლომონ
მეფემ ჩაატარა იმერეთში.
წინასწარ
დავგეგმე გაკვეთილი.შემუშავებული
კითხვების დახმარებით მიმოვიხილე
XVIII საუკუნის დასავლეთ საქართველოს
მდგომარეობა,
ვესაუბრე სოლომონ
პირველზე თან წარმოდგენილი
ექსპონანტების დახმრებით ვახდენდი
მასალით დაინტერესებას და განმტკიცებას.მოსწავლეები
ინტერესით მისმენდნენ
და უჩნდებოდათ
კითხვები, რაც დამეხმარა
მომავალი გაკვეთილი დამეგეგმა
ამ კითხვების
გათვალისწინებით და მომეწყო დისკუსია:
როგორ შეაფასებდით სოლომონ მეფის მოღვაწეობას?
მუზეუმში
წარმოდგენილი იყო სოლომონ
მეფის მიერ მიღებული
დადგენილება „პირობის წიგნი“ ტყვეთა სყიდვის
აკრძალვის შესახებ.
ინტერვენცა
II . ტყვეთა სყიდვის აკრძალვის
შესახებ დავგეგმე შემდეგი
ინტერვენცია, ფილმის ჩვენება „მამლუქი“.
თემაზე : „წარმატებები იმერეთის
სამეფოს
განმტკიცების საქმეში.“
მიზანი: ფილმი „მამლუქი“ს ჩვენებით მოსწავლეებში
მოტივაციის
ამაღლებით,საკითხი უფრო აქტუალური გამეხადა.
მოსწავლეების დახმარებით მოვახდინე, თემასთან
საჭირო ადგილების ამოჭრა
თემატიკასთან შესაბამისობაში ფილმის ჩვენებამ, კიდევ უფრო გააღვივა
მოსწავლეთა ინტერესი საკითხისადმი.
ფილმის დემონსტრირებას თავად ბავშვები ახდენდნენ.
ფილმის დასრულების შემდეგ მოვახდინეთ ნახულის
გაანალიზება, წინასწარ შემუშავებულ კითხვაზე:
არსებობს თუ არა დღეს მონობის
საფრთხე? გაიმართა დისკუსია. კლასი გავყავი ორ ჯგუფად თითეული ჯგუფი იცავდა საკუთარ
პოზიცია. დისკუსიაში ჩაება ყველა მოსწავლე.
ყველას შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი
მოსაზრება, დაცული იყო თვითეული მოსწავლის
შეხედულება,ისე დამთავრდა გაკვეთილი
მოსწავლეებს არ სურდათ გაკვეთილის შეწყვეტა.
ჩართულობა და მოტივაცია იყო ძალიან მაღალი.
ინტერვენცია
III. თემაზე: „ქართლ-კახეთი XVIII
საუკუნის II ნახევარში-ერეკლეII“.
თემის გააზრების და ერეკლე მეფის ღვაწლის შეფასების
და მოტივაციის
ამაღლების მიზნით, დავგეგმე მომეწყო ერეკლე მეფის გასამართლება.
მოსწავლეებს
მივაწოდე ინფორმაცია, როგორ მოგვეწყო და დაგვედგა სასამართლო
სხდომა. ამან ყველა მოსწავლეში გამოიწვია
დიდი ენთუზიაზმი,
ჩემი დახმარებით გაინაწილეს
როლები.
თემის ღრმად გააზრების მიზნით დაიწყეს მიწოდებული ლიტერატურის მოძიება
და გაცნობა. საკუთარი
ძალებით ქაღალდისაგან დაამზადეს მეფის გვირგვინი
და სამოსი. მოაწყვეს
პატარა სცენა, სცენის შუაგულში იდგა მეფე ერეკლე.
ერთ მხარეს იჯდა მოსამართლე, უკან ნაფიცი მსაჯულები, მეორე მხარეს ბრალმდებლები.დარბაზს უფლება მივეცით
დაესვათ კითხვები მეფისათვის.
მეფის გასამართლებისას
გამოიკვეთა მთავარი საკითხი:
მეფის რუსული ორიენტაცია მცდარი იყო თუ გამართლებული. ჩართულობა და მოტივაცია ამ გაკვეთილზეც
იყო დიდი . ემოციებს ბავშვები გაკვეთილის
დასრულების
შემდეგაც გამოხატავდნენ.
ჩემს მიერ გატარებული
ინტერვენციების მიზანი იყო დამედგინა
,როგორ გაიზრდებოდა მოსწავლეთა მოტივაცია სხვადასხვა,
მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით.
ინტერვენციების
შედეგები
და შეფასება გასაოცარი იყო , მოსწავლეები
მოუთმენლად ელოდნენ ზარის ხმას და გაკვეთილის დაწყებას,ყველა მზად იყო გაკვეთილის დასაწყებად.
განწყობა,
ჩართულობა,
მოტივაცია
იყო ძალიან მაღალი. ყველა მოსწავლე ცდილობდა
გაკვეთილის მსვლელობაში ჩართვას,
საკუთარი დამოკიდებულებების და აზრების დაფიქსირებას.
იყენებდნენ საკუთარ გამოცდილებებს
და თავად ქმნიდნენ რესურსებს.
ინტერვენციების
ჩატარების შემდეგ მოსწავლეებში ჩავატარე
გამოკითხვა, მაინტერესებდა მათი აზრი , როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება მრავალფეროვანი
რესურსების
გამოყენებით ისტორიის
გაკვეთილზე.
ინტერვენციის
შფასების კითხვები:
1)შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ისტორიის
გაკვეთილისადმი, რაც მასწავლებელმა გამოიყენა
მრავალფეროვანი რესურსები?
2)რომელი რესურსის
გამოყენება იწვევს შენში მაღალ მოტივაციას?
3)რას უსურვებდით
მასწავლებელს?
დასკვნა-რეკომენდაცია:
ანგარიშის მოცემულ
ნაწილში წარმოდგენილია კვლევის
შედეგების მოკლე მიმოხილვა
და ჩატარებული სამუშაოს
შეჯამება. კვლევის შედეგებმა
მიჩვენა:
სწავლა-სწავლება ეფექტიანი
როდის გახდება,როცა ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემოა, როცა სწავლა-სწავლება მოსწავლის ინტერესებისკენაა
მიმართული. როცა გავუღვივებთ
ცნობისმოყვარეობას.ეს ის შინაგანი პროცესებია,
რომელიც
მოსწავლეს აქტიურს გახდის.მაშინ ის გონებას და მთელ ძალებს მიმართავს, ახალი მოვლენების,
ფაქტების შემეცნებისკენ. სხვადასხვა
რესურსების ვიზუალური,აუდიო მასალებით,
ისტორიული ექსკურსიების, კინოფილმების ჩვენებით
და სხვა რესურსების გამოყენებით მოსწავლეებში
მაღლდება მოტივაცია, რაც უზრუნველყოფს ჩართულობის
მაღალ ხარისხს. სწავლების
აღნიშნული
ხერხები ხელს უწყობს საკითხების ღრმა წვდომას,მის ემოციურ
დონეზე გათავისებას,საკითხის
არა მოკლე, არამედ ხანგრძლივი
დროით დამახსოვრებას,სასწავლო
პროცესში მაქსიმალურ ჩართვას, საწავლა-სწავლება ხდება არა მოსაწყენი, არამედ მიმზიდველი და საინტერესო
ბიბლიოგრაფია:
-საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნები.
-საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების
ერთიანი სტრატეგია 2017-2021წწ.
-ეროვნული სასწავლო
გეგმა.თავი II მუხლი.8,2011-2016წწ.
-მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტი.
-მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების,პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემა.
-ბოლინიის დეკლარაცია.
-ეფექტური სწავლება სკოლაში. რობერტ ჯ მარზანი, დებრა ჯ ფიქერინგი
-პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი.
-მოტივაციის თეორიები. ცვატა ბერძენიშვილი
2015წ
-ინტერაქტიური სწავლების ფსიქოლოგიური
საფუძვლები. საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკა.
-რა ფაქტორები უწყობს ხელს სწავლის მოტივაციის
ამაღლებას. თეო ჭყოიძე
-სწავლა და შეფასება.საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
-მოტივაციის ამაღლების
სტრატეგიები. ჟურნალი მასწავლებელი.
დანართი: მეეცხრე
კლასში ისტორიის სწავლებისას
დაბალი მოტივაციის განსაზღვრის
მიზნით ჩავატარე კვლევა,
რომლის მიზანი იყო დამედგინა დაბალი მოტივაციის მიზეზები,
გამეანალიზებინა და დამესახა მოტივაციის ამაღლების გზები,რისთვისაც გამოვიყენე კითხვები:
·
ჩამოთვილთაგან
როგორი ტიპის გაკვეთილები
გიტარდებათ უმეტესწილად?
ა) სალექციო-როცა მასწავლებელი ხსნის და მოსწავლეები უსმენენ.
ბ)რესურსებით დატვირთული.
გ)კითხვა-პასუხის
რეჟიმში.
დ)ინტერაქტიური -(როცა მოსწავლე კითხულობს
და მასწავლებელი
ხსნის)
·
ჩამოთვლილთაგან
რომელ
გაკვეთილს ანიჭებ უპირატესობას?
·
არის თუ არა დაცულობა (საკუთარი
აზრის დაფიქსირება) ისტორიის
გაკვეთილზე?
ა)კი ბ)არა გ)ზოგჯერ კი დ)ზოგჯერ არა
·
როდის უკეთ იგებთ გაკვეთილს ,როცა მასწავლებელი გაწვდით
რესურს ,თუ როცა თავად ქმნით?
ა) როცა მასწავლებელი ქმნის რესურს.
ბ)როცა მოსწავლეები თავად ქმნიან რესურსს.
4.როგორი ტიპის რესურსებს
იყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე?
ა) წიგნს ხშირად.
ბ )დაფას.
გ) რუკებს.
დ )სლაიდ-შოუს.
ე) ფილმების ჩვენებას.
ვ) აუდიო-ვიდეო მასალას.
ზ) გაკვეთილი-მუზეუმში.
თ)პრეზენტაციის.
ი)პროექტების.
კ)სწავლების სხვადასხვა
სტრატეგიებს.
5.თქვენი აზრით რისთვის არის საჭირო მრავალფეროვანი რესურსების
გამოყენება გაკვეთილზე?(შეგიძლია
რამდენიმე პასუხი მოხაზო)
ა) საინტერესოა;
ბ) ხელს უწყობს ცოდნისა და უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებას;
გ) მეხმარება მიღებული
მასალის ადვილად აღქმასა
და დამახსოვრებაში.
დ) თვალსაჩინოების დამზადება
მაძლევს გამოცდილებას.
·
რაში დამეხმარება სწავლების
ეს მეთოდი?(შეგიძლიათ რამდენიმე
პასუხი მოხაზო)
ა) მაღალი აკადემიური
მოსწრების მიღწევაში.
ბ) მეხმარება ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეების
გამოვლენაში;
გ) მიღებული ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში;
დ) ეს საგანი მეტად დამაინტერესებს;
5.თქვენი აზრით, როგორ გავხადო
უფრო საინტერესო
ისტორიის გაკვეთილი?